საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში

hamlet chipashvili-politologi

ჟურნალ „შარლი ებდოს“ (Charlie Hebdo) რედაქციაზე თავდასხმა კარგა ხანს შეახსენებს მსოფლიოს იმ არცთუ სახარბიელო სიმშვიდის თაობაზე, რაც აუცილებელია ნორმალური ცხოვრებისთვის. საფრანგეთში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა მთელი მსოფლიოს თანაგრძნობა გამოიწვია, არა მარტო დახოცილთა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ, არამედ მთლიანად ფრანგი ხალხის მიმართ.
საპროტესტო მარშში, რომელიც პარიზისა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში გაიმართა, მონაწილეობა მიიღო თითქმის 4 მილიონმა ადამიანმა, მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, კანის ფერისა და მსოფმხედველობისა. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ მარშში მსოფლიოს 50 ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერი, მინისტრი, პოლიტიკოსი, საზოგადო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მონაწილეობდა. მსგავსი მასობრივი ღონისძიება საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გამართულა. მხოლოდ ისტორიას და მცირე რაოდენობის თვითმხილველის აზროვნებას შემორჩა გენერალ დე გოლის ტრიუმფალური შესვლა ქ.პარიზში. მაშინაც, ისე, როგორც ამჟამინდელი მარშის დროს, პარიზის ქუჩები ხალხს ვერ იტევდა.
მაინც რა იყო ეს მარში - პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ, ანტიისლამური გამოსვლა, რადიკალური ისლამის - სალაფიზმის, ვაჰაბიზმის წინააღმდეგ გალაშქრება თუ შეფარული შიში ხვალინდელი დაუცველი ცხოვრებისა?
საფრანგეთის პრეზიდენტის ოლანდის ბრძანებით ათი ათას სამხედრო მოსამსახურეს, პოლიციასა და ჟანდარმერიასთან ერთად დაევალა სახელმწიფო დაწესებულებების, სტრატეგიული ობიექტების, მას-მედიის ოფისების, ქუჩების დაცვა. მაგამ ყველა კუთხე-კუნჭულის თვალთვალი შეუძლებელია, ისევე, როგორც შეუძლებელია ჯარის მიერ უსაფრთხოების მუდმივი კონტროლი. ჯარს თავისი საქმე აქვს.
გაივლის დრო, საზოგადოება ნელ-ნელა დაივიწყებს „შარლი ებდოზე“ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, მოდუნდება და არა მარტო ის, არამედ სამართალდამცველი ორგანოები და სწორედ მაშინ, კვლავ იფეთქებს ტერორისტული აქტი.
ექნებოდა თუ არა ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმას ადგილი, რომ არა კარიკატურისტთა გამომწვევი მოქმედება? პირდაპირ და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ არა!
ჟურნალ „შარლი ებდოზე“ თავდასხმამ აზრთა სხვადასხვაობა, მოვლენის სხვადასხვა შეფასება გამოიწვია, მათ შორის ასეთი - არ ყოფილიყო ნათელმხილველი მუჰამედის კარიკატურები და არ იქნებოდა თავდასხმა.
მსოფლიო ქვეყნების მოსახლეობა გმობს პარიზის ტერაქტს, რაც გამოხატა კიდევაც თავისი ქვეყნის ქუჩებში გამართული მსვლელობით და მიტინგით, მაგრამ ამასთანავე აცხადებს იმასაც, რომ სათაყვანებელი კერპების დაცინვა, აბუჩად აგდება მიუღებელია.
დიახ! მუსლიმთა ღმერთი - მუჰამედი, ისაა, ნებისმიერი მაჰმადიანი რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეასკდება მის შეურაცხმყოფელს და ეს უნდა იცოდეს ყველამ, უპირველესად მედიის მუშაკმა.
დღეს, ხშირად გვესმის შემდეგი - მერე რა, ქრისტესაც ვაკრიტიკებთ, ღმერთსაც, კარიკატურებს „ვუძღვნით“ მათ, მაგრამ ამისთვის ტერორისტული თავდასხმა არ ხდებაო?
ცხადია, კარიკატურა ტერაქტის გამომწვევ მიზეზად არ უნდა აღიქმებოდეს, მაგრამ რომ აღიქმება, მითუმეტეს მაჰმადიანებში, მაშინ რა გზას დავადგეთ? საჭიროა თუ არა იმ გზით სიარული, რა გზითაც განახლებულმა ჟურნალმა „შარლი ებდომ“ დაიწყო სვლა?
მავანი იტყვის - სიტყვის და კალმის თავისუფლებას, ვერავითარი ტერაქტი ვერ შეაჩერებსო და მართალიც იქნება. მაგრამ რა შუაშია გამომწვევი განცხადება? ჯიბრით მოქმედება, მეტი სისხლის მომტანია. მაშ, რა ვქნათ, არ გავაკრიტიკოთ ქრისტე, მუჰამედი, ბუდა, ღმერთი, ალაჰი? რა ფასი აქვს ცხოვრებას მათი გაშარჟების, შეურაცხყოფის, დაცინვის გარეშე? არც არაფერიო - შემეპასუხება ლიბერალური სულისკვეთებით გაჟღენთილი მავანი.
დიახ! ყველას და ყველაფრის კრიტიკა შეიძლება - ლიბერალების მიხედვით, მათ შორის ღმერთის, ქრისტეს და ა.შ. და როდესაც შენსას აშარჟებ, რატომ არ უნდა გააშარჟო ალაჰი, მუჰამედი? ზოგიერთი ჩემნაირი იტყვის - რაღაც სიწმინდე უნდა ჰქონდეს ადამიანს. მოკრძალება უნდა ჰქონდეს ღმერთის, ქრისტეს, ალაჰის, მუჰამედის, წინააღმდეგ შემთხვევაში უთავმოყვარო ჯოგად გადავიქცევით.
არ სცემ პატივს შენს წმინდანს, არც სხვისას სცემ პატივს, მაგრამ ის სხვა, რომ მხოლოდ იმას უყურებს, შენ რომ პატივი მის წმინდანს არ ეცი? მისთვის არავითარი შეღავათია - შენ, რომ შენს წმინდანს არ სცემ პატივს. შენ შეურაცხყავი მუჰამედი, თანაც არაერთხელ. მიიღე გაფრთხილება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, განაგრძე გაშარჟება. რა ჰქვია ამას - სიჯიუტე თუ სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლა?
ჩემის აზრით, გაუგონარი სიჯიუტე, რამეთუ შენს „სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლას“ სამწუხაროდ შენს (თქვენს) გარდა სხვა ადამიანებიც შეეწირნენ და არავინ იცის მომავალში კიდევ რამდენი შეეწირება. დარწმუნებული ვარ, ჟურნალის რედაქცია მსგავსი დაცინვის მეთოდს არ გამოიყენებდა ფატალური დასასრული, რომ ეწინასწარმეტყველა.
„შარლი ებდოს“ ტრაგედია სხვაგვარადაც უნდა შეფასდეს ანუ უაზრო ჯიუტობისთვის წერტილის დასმა. დედამიწაზე ბევრია გასაშარჟებელი, დასაცინი, აბუჩად ასაგდები და რაღა მაინცდამაინც ღმერთი, ალაჰი, ქრისტე, მუჰამედი?
გავიმეორებ, ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაცისადმი პატივისცემა და ეს რაღაც სულიერი სიწმინდეა. მისი მოშლის შემთხვევაში საქონელს დავემსგავსებით, ალბათ ისეთს, ზოგიერთი რომ ინატრებდა - ძლიერი ამაქვეყნისანნი. იქნებ მათი შეკვეთაა წმინდანთა შეურაცხყოფა?
ბევრი მათგანი ხარობს კიდევაც წმინდანებშეგინებული ხალხის შემხედვარე. შურთ იმ ყოვლისშემძლეებს წმინდანებისადმი თაყვანისცემა. ერთი სული აქვთ ხალხმა ისინი გააწმინდანოს, უფრო სწორად ღმერთი დაიყვანოს მათ დონეზე. ბევრმა ფულმა იცის ტვინის ესოდენი დაბნელება და თავში იმის გავლება, რომ წმინდა სალოცავის აშენება, მათი გაღმერთების პირდაპირი გზაა.
ბევრი ფული სასწაულმოქმედია ურწმუნო საზოგადოების ჩამოყალიბების საქმეში. ურწმუნო საზოგადოება იოლი სამართავია, მას აღარავის წინაშე არ სჭირდება ქედის მოხრა - არც ღმერთის, არც ქრისტეს, არც ალაჰის და არც მუჰამედის. ის, მხოლოდ ერთის - ფულის წინაშე ხრის თავს.
ურწმუნო საზოგადოება სახიფათოა ისევე, როგორც მხოლოდ ფულზე გაგიჟებულ-გადარეული. ურწმუნონი ახერხებენ, თანაც იოლად, უხილავი აკრძალული ხაზის გადაკვეთას უხამსი ქილიკით - ხომ ხედავთ, რა მაგარი ვარ, ღმერთიც შეურაცხყავიო.
„შარლი ებდოს“ მაგალითმა, გარდა რაღაც გაუგებარი შემართებისა, სხვაც უნდა გააჩინოს ჩვენში - სიწმინდეებისადმი პატივისცემა და არა მარტო შენის, არამედ სხვათა სიწმინდეებისადმი და თუ ამას ექნა ადგილი, აღარც ათეულ-ათასობით ჯარისკაცის გამოყვანა იქნება საჭირო ადამიანთა უსაფრთხოების დასაცავად, აღარც სამშვიდობო-საპროტესტო მარშების გამართვა, რასაც პარიზში ჰქონდა ადგილი.
პარიზის აქციამ აშკარად დაგვანახა მსოფლიოში არსებული ორმაგი სტანდარტები. რომ არა ეს (ორმაგი სტანდარტები), პარიზის მარშის ჩატარება სულაც არ იქნებოდა საჭირო. ატარებ პარიზის საპროტესტო მარშს და არ ატარებ ბესლანის, ნორდ-ოსტის, ვოლგოგრადის, სხვა ტერაქტების საწინააღმდეგო მარშებს. სწორია ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელიც პარიზის აქტის გვერდით სხვა აქტების გახსენებას სთავაზობს საზოგადოებას. რა გამოდის - პარიზის ტერაქტი ტრაგედიაა და სხვა აქტები, გაცილებით დიდი მსხვერპლით, არა?!
პარიზის ტერაქტის მსოფლიო დონეზე აყვანა ისე, როგორც 2001 წლის ნიუ-იორკის, შეიძლება, მაგრამ პალესტინელთა, ავღანელთა, ლიბიელთა, სირიელთა, აღმოსავლეთ უკრაინელთა ხოცვა არა? „მშვიდობის დამცავი“ აშშ-ს და მისი ევროპელი მოკავშირეების მიერ ახლო აღმოსავლეთში, ავღანეთში წარმოებულ ომებს მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა, მაგრამ მშვიდობამ მსოფლიოში ვერ დაისადგურა, პირიქით, გაუარესდა.
აშშ-ს ერაყში შეჭრის შემდეგ ტერორიზმის საფრთხე კატასტროფულად გაიზარდა. გაიზარდა ტერორისტული ორგანიზაციების რაოდენობაც - 250-ზე მეტი. შეუნიღბავი თვალითაც კარგად ჩანს ტერორისტული ორგანიზაციებისა და ტერაქტების ზრდის ტენდენცია. თუ წინათ, ტერორისტული აქტები ომის ელემენტებს არ შეიცავდა და მთლიანად პასუხობდა ტერორისტული თავდასხმების პრინციპებს, დღეს ტერორიზმი, სხვაგვარ სახეს იძენს ანუ სახელმწიფოებრივს.
სირია-ერაყის ტერიტორიებზე გაჩენილი „ისლამური სახალიფო“ უკვე სახელმწიფოა და არა ტერორისტული ორგანიზაცია - შესაბამისი სახელმწიფოებრივი სტრუქტურებით, ეკონომიკით, დაფინანსებით და ა.შ. და რაც მთავარია, თითქმის ორას ათასიანი გაწვრთნილი შეიარაღებული ძალებით. „სახელმწიფო“ კარგა ხანია აღიარეს მრავალმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, მათ შორის ყველაზე მძლავრებმა „ალ-ქაიდამ“, „ბოკო ჰარამმა“, „ჯებხატ ან ნუსრამ“ და ა.შ.
ახალი „სახელმწიფოს“ ხალიფად ალ ბაღდადი გამოცხადდა, გუანტანამოს ყოფილი პატიმარი. ამერიკელებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ ტერორიზმში ეჭვმიტანილი ალ ბაღდადი უმანკო კრავია და თითქმის სამწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. გაათავისუფლეს სხვა ქვეყანაში ყოველგვარი პრობაციის გავლის გარეშე.
პრობაციის მეთოდით საქართველოშიც არიან გუანტანამოს ყოფილი პატიმრები, რომლებიც თავისუფლად ცხოვრობენ აქ, მაგრამ დაკვირვებას მათზე, მაინც აქვს ადგილი. რაც შეეხება ალ ბაღდადს. საპრობაციოდ არ გაუგზავნიათ, ისე უსახსოვრეს თავისუფლება.
თავისუფალმა ალ ბაღდადმა უმალ ამოჰყო თავი სირიაში, ბაშარ ასადის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში. სულ რაღაც თვეების განმავლობაში მან უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა, შემოიკრიბა თანამებრძოლები და „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ ჩამოყალიბება აუწყა მსოფლიოს. სულ მალე ამ „სახელმწიფოს“ სახელიც შეუცვალა „ისლამურ სახელმწიფოზე“ ანუ „სახალიფოზე“.
და ეს ყველაფერი დროის ძალიან მცირე მონაკვეთში, რაც თავისთავად აღძრავს ეჭვებს. ყველამ კარგად იცის უსამა ბინ ლადენის აღზევებისა და „ალ-ქაიდას“ შექმნის ისტორია. სწორედ აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ იქნა შერჩეული ბინ ლადენი ახალი ტერორისტული ორგანიზაციის „ალ-ქაიდას“ შესაქმნელად. ამ ორგანიზაციის პირდაპირი დავალება იყო - ბრძოლა საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ ავღანეთში.
ალ ბაღდადის აღზევებასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა არსებობს, მათ შორის ასეთი - გუანტანამოს ციხეში 3 წლის განმავლობაში მყოფ ალ ბაღდადის ვერაფერი შეატყო აშშ-ს სპეცსამსახურებმა ისეთი - „პოლიტიკური“ (ტერორისტული), ლიდერობა რომ ჰქვია?
ნუთუ ძნელი იყო გათვლა იმისა, რომ თავისუფლებაზე მყოფი ალ ბაღდადი ნომერ პირველი ტერორისტი გახდებოდა და „სახელმწიფოსაც“ დააარსებდა?
რა გამოდის, ამერიკის სპეცსამსახურები შეცდნენ?
არა, პატივცემულო მკითხველო, არ შემცდარან. პირიქით, მათ ახალი ბინ ლადენი გაათამაშეს და ჯერ-ჯერობით, ალ ბაღდადის კარტით, ახლო აღმოსავლეთის თამაშს იგებენ.
აშშ-ს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერთად შორსმიმავალი გეოპოლიტიკური თამაში აქვს წამოწყებული. ის ებრძვის „სახალიფოს“, ბომბავს მას და სახმელეთო შეტევასაც ამზადებს მის წინააღმდეგ, მაგრამ ეს სახმელეთო შეტევა ქურთულმა სამხედრო ძალებმა „პეშმერგამ“, ერაყის არმიამ და სუნიტმა პარტიზანებმა უნდა განახორციელონ და არა სხვამ. მათ უნდა გაიმარჯვონ „სახალიფოს“ წინააღმდეგ ომში და არა სხვამ, მაგალითად ირანმა.
რატომ მათ? იმიტომ, რომ ისინი აშშ-ს კონტროლს ექვემდებარებიან; იმიტომ, რომ ომის შემდეგ, აშშ-ს მხარს დაუჭერს ერბილის ქურთული ავტონომიის სახელმწიფოდ გამოცხადებას; იმიტომ, რომ ერაყის რამდენიმე ნაწილად დაშლა აშშ-სთვის მისაღებია, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ირანი. ამ ძალების გამარჯვებით გადაიკეტება კავშირი ირანს, ბაშარ ასადის სირიას და ლიბანის „ჰესპოლას“ შორის, რაც საბოლოო ჯამში ბაშარ ასადის ჩამოგდებით დასრულდება.
რაც შეეხება თვით „სახალიფოს“ - ეს ახალი „სახელმწიფო“ გადაიქცევა „სუნიტების სახელმწიფოდ“. ვაშინგტონში რახანია აცხადებენ, რომ „სახალიფოს“ მთლიანი განადგურება არ შეიძლება. საჭირო იქნება ამ „სახალიფოს“ ზოგიერთი ოდიოზური ლიდერის საიქიოს გასტუმრება, მათ მიერ შემოღებული შარიათის მართლმსაჯულების გაუქმება, ხოლო ყველა დანარჩენის, სამომავლო „სუნიტური სახელმწიფოს“ შექმნისთვის შენარჩუნება.
„სუნიტური სახელმწიფოს“ შექმნით და ბაშარ ასადის ჩამოგდებით, აშშ-ი უმძიმეს დარტყმას მიაყენებს რუსეთს, ირანს და „ჰესბოლას“.
გასული წლის 19 ნოემბერს, აშშ-ს კონგრესში მოისმინეს მოხსენება „სირიასა და ერაყში აშშ-ს სამომავლო გეგმების“ შესახებ, რომელიც გააკეთა საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს წამყვანმა სპეციალისტმა ელიოტ აბრამსმა. მან თქვა: „ირანის გამარჯვება „ისლამურ სახელმწიფოზე“ იქნება აშშ-ს დამარცხება, ვინაიდან მთავარია არა ეს სახელმწიფო ან ბაღდადი, არამედ დამასკო. ერთ მხარეს არიან ირანი, „ჰესბოლა“ და რუსეთი, მეორე მხარეს - აშშ-ი, ევროკავშირი და ჩვენი მეგობრები, სპარსეთის ყურის სუნიტური ქვეყნები“.
ელიოტ აბრამსის განცხადება საქმით ემთხვევა აშშ-ს პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში, მის დამოკიდებულებას ერაყთან, სირიასთან, ირანთან, სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით „ისლამურ სახელმწიფოსთან“. თუ აშშ-ს სურს „ისლამური სახელმწიფოს“ მოგუდვა, საკმარისი იქნება ამ „სახელმწიფოს“ მიერ ნავთობის გაყიდვის პროცედურის შეჩერება - მყიდველებზე ზეწოლის შედეგად. პირიქით, აშშ-ი ხელს უწყობს „სახალიფოს“ მიერ დემპინგულ ფასებში ნავთობის გაყიდვას, რითაც აუფასურებს ნავთობის ფასებს, საბოლოო ჯამში, აქცევს რუსეთის ეკონომიკას.
დავუბრუნდეთ პარიზის ტერაქტს და ტერორისტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ ისინი არავის აპატიებენ მუჰამედისა და ალ ბაღდადის შეურაცხყოფას ანუ „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფას შეურაცხყოფას. რას ნიშნავს ყოველივე აღნიშნული, თუ არა ბინძურ, იატაკქვეშა თამაშს და ორმაგ სტანდარტებს?!
ტერორიზმი არ შეჩერდება, როდესაც ერთის მიმართ მკაცრ ზომებს იყენებ, ხოლო მეორეს, თავზე ხელს უსვამ, აქეზებ ტერორიზმისკენ. ტერორიზმი, ტერორიზმია, მის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ გაერთიანებული ძალებით არის შესაძლებელი. თუ გაერთიანებას ადგილი არ ექნება, პარიზის მსგავსი სამშვიდობო მსვლელობები უხვად იქნება, თუმცა ყოველგვარი დადებითი შედეგის გარეშე.
ჰამლეტ ჭიპაშვილი - პოლიტოლოგი.
14/01/2015

პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების არქივი ალფავიტური საძიებლით

archive-icon 2016 წელი

archive-icon 2015 წელი

1.საპროტესტო მარში პარიზში და იატაკქვეშა თამაში ახლო აღმოსავლეთში
2.საუდის არაბეთი - პოლიტიკური ქარტეხილების მოლოდინში
3.საერთაშორისო არენაზე შექმნილი ვითარება და რუსეთი
4.სად არის ჩვენი ადგილი?
5.საქართველოსთვის გაწნილი დიპლომატიური სილა
6.სახელმწიფო მმართველობის კულუარული სისტემა
7.„საკაცობრიო“ დემონსტრაციის დღე - 17 მაისი
8.საყოველთაო ინდიფერენტულობის ქვეყანა
9.სტალინისა და დავით აღმაშენებელის ძეგლები ძველ ადგილს უნდა დაუბრუნდნენ
10.საკუთარი ინტერესების დაცვა თუ მაამებლური პოლიტიკა?
11.სააკაშვილის „ვაჟკაცობის“ თავგადასავლები
12.სააკაშვილის შორსმიმავალი ავანტიურისტული გეგმები
13.სანამდე შეიძლება შეურაცხგვყონ?
14.საქართველოს სჭირდება ანტიტერორისტული სტრატეგია
15.საქართველოში რუსეთ-თურქეთის დაძაბულობის გამოძახილი
16.„სუსტი“ პრეზიდენტის „მართვადი ქაოსი“

qr-2015-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2015 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.

archive-icon 2014 წელი

archive-icon 2013 წელი

1.რას ელის მსოფლიო ლოხ-ერნის შეხვედრისგან?
2.რკინის ქალამნიანი სააკაშვილის ვოიაჟები
3.რით განსხვავდებიან დღევანდელები, გუშინდელთაგან?
4.რატომ იყურება ქართველი ხალხი ჩრდილოეთისკენ?
5.რას ელის ირანის ხალხი რუჰანისგან?
6.რატომ ირჯის თავს ხელისუფლება?
7.როდესაც მივხვდით - გვიანი გამოდგა
8.რუსეთის მიმართ არსებული ამერიკული გეგმები
9.რას იცავს ავღანეთში საქართველო?
10.რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?
11.რას ნიშნავს ერის რაციონალური აზროვნება მარგველაშვილისეული ინტერპრეტაციით?
12.რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?
13.რას ერჩოდნენ საქართველოს?
14.რა მოუტანა 2013 წელმა საქართველოს?

1.საქართველო-ირანის სავიზო დავიდარაბა „სტრატეგიული პარტნიორის“ ჭრილში
2.სუფრაზე მოლაქლაქე „პატრიოტები“
3.სნოუდენთან დაკავშირებული აჟიოტაჟი გრძელდება
4.სააკაშვილის მიერ აშშ-ს ჩაშვება
5.სააკაშვილის მორიგი დემაგოგია
6.სტალინის როლი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აღორძინებაში
7.საქართველოს ისტორიის ორი აგვისტო
8.საქართველოსთვის რომელია უსაფრთხო ქოლგა?
9.საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია?
10.სადამდე უნდა ატაროს ქვეყანამ მძიმე ტვირთი?
11.საკონსტიტუციო დავიდარაბა
12.სამაგალითო ჩინეთი
13.სამართლის მოლოდინში
14.საზოგადოების მიერ სახელმწიფოს მართვის ივანიშვილისეულ იდეასთან დაკავშირებით
15.საქართველოს არ სჭირდება რუსეთით დაშინება
16.სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსწორება შეუძლებელია

archive-icon 2012 წელი
qr-icon QR - კოდის საშუალებით გადადით ლინკზე და ჩამოტვირთეთ 2012 წლის არქივი სრულად ერთ ფოლდერში.